"ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია", – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი ევროკომისარი აცხადებს.
ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ თანხების უფრო ეფექტურად დასახარჯად, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეისყიდონ შეიარაღება.
„ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია, თუმცა, თუ არ გაიზრდება წილი, რომელიც ერთობლივ შემუშავებასა და შესყიდვაზე იხარჯება, არსებობს რისკი, რომ ამ დამატებითი ინვესტიციების დიდი ნაწილი დაიკარგება," - განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკომისიასა და ევროპის თავდაცვის სააგენტოს შეუძლია, მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს იარაღის ერთობლივ შეძენაში, მარაგების შევსების კონტექსტში, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების გამო იწურება.