27 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
სულისკვეთება დოკუმენტის არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, თვითონ ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ გააღვივა ქვეყანაში პოლარიზაცია - ირაკლი კობახიძე

"ერთი საინტერესო რამე, რაც უნდა აღინიშნოს დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით - პირველივე პუნქტი, რომელიც არის აღნიშნული ევროკომისიის დოკუმენტში, არის სწორედ დეპოლარიზაცია. თუმცა, ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ თავისთავად გააღრმავა პოლარიზაცია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE-ის" ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტმა რადიკალურ ოპოზიციას მისცა პოლარიზაციის გაღვივების შესაძლებლობა.

"დოკუმენტმა რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის გაღვივების საშუალება მისცა, ანუ საითკენაც მოგვიწოდებს ეს დოკუმენტი და გადაწყვეტილება, ზუსტად იმის საპირისპირო რამე გააღვივა, სამწუხაროდ. არ ვიცი, რატომ არ ქონდათ, თუ ვერ ქონდათ გათვლილი ეს ევროკავშირში. ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ასეთია. ანუ, სულისკვეთება დოკუმენტის არის, რომ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია. სინამდვილეში, თვითონ ამ დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ გააღვივა ქვეყანაში პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ამასაც უნდა შეხედოს ევროკავშირმა სამომავლოდ, როდესაც გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები