ამ წუთებში მთელი საქართველოს ყურადღება კვლავ ბათუმი არენისკენ არის მიმართული, სადაც რაგბის შემდეგ გამარჯვებას ამჯერად ფეხბურთელებისგან ველოდებით. ბათუმის დინამო ბრატისლავის სლოვანს ხვდება, რომელშიც ასევე 3 ქართველი თამაშობს.
ეს არის UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, რომელსაც 20 ათასი გულშემატკივარი ესწრება. თუ ბათუმმა გაიმარჯვა, ქართველები ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავლენ.
ბრატისლავასა და ბათუმის პირველი შეხვედრა 6 ივლისს ფრედ დასრულდა.
ამ წუთებში მატჩის პირველი ნახევარი დასრულდა. რაც შეეხება ანგარიშს, ფეხბურთელები გასახდელში ფრედ 0:0 ანგარიშით გავიდნენ.
საკმაოდ მაღალია ქომაგების განწყობა. მათ აქვთ პოზიტიური მოლოდინები და ამბობენ, რომ აუცილებლად გვჭირდება ის 3 ქულა, რომელსაც ისინი იმედოვნებენ, რომ ბათუმის დინამო დღეს მოიპოვებს.