27 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანი არის, რომ ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ ევროპულ გზაზე - საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის სასახლემ უკრაინიდან დევნილი ხელოვანი ქალების გამოფენას უმასპინძლა. "ჩამოქცეული ცა" - ამ სახელწოდების ექსპოზიციით მხატვრებმა, რომლებიც რუსულ აგრესიას გამოექცნენ კიდევ ერთხელ სცადეს ეჩვენებინათ თუ როგორი სისასტიკით ანადგურებს რუსეთი მეზობელ სახელმწიფოს და რისი გადატანა უწევთ უკრაინელებს.

გამოფენას დაესწრო სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც დევნილი ხელოვნების მთავარი მასპინძელი იყო. ათონელის სასახლეში გახსნილი ექსპოზიციის მთავარი მიზანი უკრაინაში ომის შედეგად ლტოლვილი არტისტებისადმი ქართველი ხალხის სოლიდარობის გამოხატვაა.

"თქვენი აქ ყოფნა არა მხოლოდ თქვენი ნახატებით, არამედ აქ ყოფნა და გამოფენის გამართვა არის უკვე განაცხადი იმისი, რომ ჩვენ თქვენთან ვდგავართ და ვიცით თუ რა მძიმე ფასს იხდის თქვენი ქვეყანა ამ საერთო მიმართულებაში, რაც არის ჩვენი ერთობლივი ევროპული გზა. დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანი არის, რომ ერთად და რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ ამ გზაზე. ვიცი, რომ უკრაინა აღდგება უფრო ძლიერი ამ ომის შემდეგ და უფრო შემართებული," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

დღის ამბები