27 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
თბილისში "დასაქმების ხელშეწყობის" ცენტრების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში "დასაქმების ხელშეწყობის" ცენტრების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს იმ ჯგუფების მხარდაჭერას, ვისაც ურთულდება დასაქმების გზაზე არსებული დაბრკოლებების დამოუკიდებლად გადალახვა.

ცენტრებით სარგებლობა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმების მიმართულებით გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან.

"დასაქმების ხელშეწყობის" ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა თბილისსა და ქუთაისში. ღონისძიების ფარგლებში ცენტრების აქტივობის ერთი წელი შეაჯამეს და მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

"1 წელზე მეტია საქართველოში ხორციელდება მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომლის მთავარი მიზანი არის საქართველოში შრომის უნარიანობის და დასაქმების ხელშეწყობა. ვისზეც ჩვენი ცენტრები მუშაობს, ეს არის ე.წ. რთულად დასასაქმებელი კატეგორიის ადამიანები; ადამიანები, ვისაც აქვს ხანგრძლივი სამუშაო წყვეტა, არა აქვს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარები, კომპეტენციები, შშმ პირები," - აცხადებს პროექტის მენეჯერი მარიამ იობიძე.

დღის ამბები