27 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ილონ მასკს twitter-ი სასამართლოში უჩივის

ილონ მასკს twitter-ი სასამართლოში უჩივის. მიზეზი კომპანიის შეძენის შესახებ შეთანხმების გაუქმებაა. დელავერის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, სოციალური ქსელი
სასამართლოსგან ითხოვს, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შესახებ არსებული გარიგების შესრულება დაავალოს.

ილონ მასკის მხრიდან შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გახდა ცნობილი. მიზეზად twitter-ის მიერ სოციალური ქსელის პლატფორმაზე არსებული ყალბი ანგარიშების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცემაზე უარი გახდა. მასკი განმარტავს, რომ ეს მისი ბიზნეს-საქმიანობისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია.
 

დღის ამბები