27 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში 45-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია

უკრაინაში ომის 140-ე დღეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა სუმის ოლქზე 60-მდე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს ქალაქი ხარკივი, დაშავებული 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსულმა ჯარებმა ცეცხლი გახსნეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში.

4 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ოდესის ოლქის მიმართულებით. უკრაინული ძალების მეირ თავდასხმის განეიტრალების შედეგად, 4-ივე რაკეტა ზღვაში ჩავარდა.

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ ლუჰანსკის ოლქში.

45-მდე გაიზარდა სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში, მათ შორის ერთი ბავშვია. 9 ივლისს დაბომბილ 5-სართულიანი საცხოვრებელ კორპუსთან სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები