27 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ხაჭაპურის ინდექსი 28%-ით გაიზარდა - ISET

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით,  ხაჭაპურის ინდექსი 28%-ით გაიზარდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.39 ლარი იყო, რაც 2.7%-ით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე და 28.1%-ით მეტია 20221 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

"2021 წლის ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია. ინგრედიენტების ფასებს თუ უფრო დეტალურად შევხედავთ, დავინახავთ, რომ ივნისში ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციის ძირითადი მიზეზი ყველი იყო, რომლის ფასიც 27.8%-ით არის გაზრდილი და რომელზეც ინდექსის ყველაზე მაღალი წონა მოდის. მართალია, გაზრდილი ინდექსის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გაზრდილი ყველის ფასი იყო, თუმცა ყველაზე მეტად ფქვილის ფასი (+46.1%) გაიზარდა. ფასები გაიზარდა სხვა ინგრედიენტების შემთხვევაშიც: კვერცხი (+38.9%), კარაქი (+22.7%), რძე (+13.9%), საფუარი (+13.0%).

საკვები პროდუქტების ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ჯაჭვებში არსებულმა სირთულეებმა სასურსათო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. მეტიც, სასუქებისა და ენერგეტიკული ხარჯებიც იზრდება, რაც დამატებითი წნეხია ადგილობრივ ფასებზე.

საქართველოში სურსათის ფასების ინფლაციაზე საერთაშორისო ფასებმაც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 თვეში სურსათის ფასები დაეცა, FAO-ს მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის ივნისთან შედარებით) 23.1% შეადგინა. FAO-ს მონაცემებით, ფასები დაეცა მცენარეული ზეთების, მარცვლეულისა და შაქრის კატეგორიებში, სამაგიეროდ გაიზარდა რძის პროდუქტებისა და ხორცის კატეგორიებში შემავალი პროდუქტების ფასები. საერთაშორისო ფასების ვარდნა, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზრებს დაგვიანებით გადაეცემა, თუმცა, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე არსებული წნეხი შეიძლება შერბილდეს," - აღნიშნავენ ISET-ში.

დღის ამბები