ზუგდიდში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის ექიმებმა აქცია გამართეს. მათ გამსახურდიას ქუჩაზე გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ამ ფორმით მათ ეკონომიკის სამინისტროს სავარაუდო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს, რომლის თანახმად, მათი ინფორმაციით, კლინიკების გაერთიანება და შემდეგ გასხვისება იგეგმება.
ექიმები და პაციენტები აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც ითხოვენ.
კლინიკას 45 ათასამდე ბენეფიციარი და 50-მდე თანამშრომელი ჰყავს. ისინი შიშობენ, რომ მედიკოსები სამსახურის გარეშე, ბენეფიციარები კი შეღავათების გარეშე დარჩებიან.