27 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
თამარ მეფის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაშავებულია ერთი ადამიანი 

თამარ მეფის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი სავარაუდოდ საცხოვრებელი შენობის სხვენში გაჩნდა, თუმცა მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ხანძარი დაახლოებით ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო, მსუბუქად დაშავდა ერთი მცხოვრები, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სულ შენობიდან ექვსი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ადგილზე 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი დღის საათებში გაჩნდა, დეტალებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე იმყოფებოდა რაიონის გამგებელი, მისი თქმით, კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობას დაეხმარებიან. 


 

დღის ამბები