New York Times/Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, ბაიდენი საკუთარი პარტიის შიგნით საგანგაშო უნდობლობის წინაშეა, დემოკრატ ამომრჩეველთა 64 პროცენტი ამბობს, რომ მათ ურჩევნიათ ახალი სტილის ლიდერი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში
ეკონომიკის და ინფლაციის შესახებ გავრცელებულმა შეშფოთებამ ხელი შეუწყო ეროვნული განწყობის მკვეთრ ცვლილებას როგორც ბაიდენზე, ასევე ქვეყნის განვითარების ტრაექტორიაზე. რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სამ მეოთხედზე მეტი ხედავს, რომ შეერთებული შტატები არასწორი მიმართულებით ვითარდება, პესიმიზმის გავრცელებული გრძნობა მოიცავს ქვეყნის ყველა კუთხეს, ყველა ასაკობრივ და რასობრივ ჯგუფს, ქალაქებს, გარეუბნებს და სოფლებს.
ამერიკელ ამომრჩეველთა მხოლოდ 13 პროცენტმა თქვა, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა, რაც New york Times-ის გამოკითხვებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ათ წელზე მეტი ხნის წინ არსებული ფინანსური კრიზისის შემდეგ (2008 წლის კრიზისი).