27 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას 15 ერაყელი, პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარზე უკანონოდ გადაჰყავდა. ქართველი, მესაზღვრეებმა პოდ-ლასიეში აიყვანეს.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, მანქანას, რომელშიც ერაყის 15 მოქალაქე იმყოფებოდა, 27 წლის ქართველი მართავდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 წლის ახალგაზრდა სამი თვით დააკავეს. მგზავრები კი ლიეტუვის მხარეს გადასცეს.

დღის ამბები