27 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღისწესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ელჩმა დაადასტურა თურქეთის მხარის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრის მოადგილემ კი, მას საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

დღის ამბები