27 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"მე რა განცხადებებიც ვნახე, ზუსტად იგივე მოტივაცია იყო, რაც ჰქონდა ჩვენს სამ კოლეგას" - პარლამენტის თავმჯდომარე "ოცნებიდან" წასული საკრებულოს წევრების შესახებ 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ქართული ოცნების" საკრებულოს რამდენიმე წევრის მიერ თანამდებობისა და პარტიის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.

პაპუაშვილის თქმით, რიტორიკა იგივეა, რაც თავის დროზე დაინახა დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი აზრი გამოთქვას და გადაწყვეტილებაც შესაბამისად მიიღოს.

"მე რაც განცხადებები ვნახე, ზუსტად იგივე მოტივაცია იყო, რაც ჰქონდა ჩვენს სამ კოლეგას, ასე რომ აქ დამატებითი ახსნა საჭირო არ არის. ესეც ნაწილია დემოკრატიული დისკუსიისა, ადამიანი როდესაც საკუთარი აზრს გამოთქვამს, ადამიანი, როდესაც საკუთარ შეფასებას აკეთებს, ამის დისკრედიტირება სხვადასხვა ეპითეტებით, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე იყოს მსჯელობა, უკვე არადემოკრატიულია. ამიტომ, ადამიანებს აქვთ საკუთარი მოსაზრება, ამ აზრს ან ინფორმაციას ყველა ან საპირისპირო ინფორმაცია დაუპირისპიროს, ან საპირისპირო შეფასება," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში, ჭიათურაში, თერჯოლასა და ახალციხეში "ქართული ოცნების" საკრებულოს რამდენიმე წევრმა თანამდებობა და პარტია დატოვა, როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს გადაწყვეტილება იმ დეპუტატების მხარდასაჭერად მიიღეს, რომლებიც "ქართული ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წავიდნენ.

დღის ამბები