პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 11 ივლისს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების საფუძველი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე, პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 11 ივლისს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა, დაახლოებით 03:10 საათზე, სუიციდი განახორციელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს,"- ნათქვამია განცხადებაში.