იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ჭეიშვილი განმარტავს, შემთხვევა დღეს მოხდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.
არსებული ინფორმაციით, დღეს, გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.