27 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
სასამართლო რეფორმის საკითხზე სამუშაო ჯგუფი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში შეიკრიბება 

სასამართლო რეფორმის საკითხზე სამუშაო ჯგუფი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში აპირებს შეკრებას. სხდომაზე უნდა შეფასდეს ამ სფეროში გატარებული რეფორმები. კანონმდებლები შეჯერდებიან შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ისინი ერთი დღის დაკარგვასაც არ აპირებენ და დარწმუნებული არიან, რომ საშემოდგომო სესია კონკრეტული საკითხების შესასრულებლად სავსებით საკმარისი იქნება. აქცენტი ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზეც კეთდება.

"იურდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში არის უკვე შექმნილი შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც უმრავლესობამ უკვე წარვადგინეთ ჩვენი დასკვნა. მხოლოდ ერთი დოკუმენტი იქნა ოპოზიციიდან წარმოდგენილი. რეკომენდაციების შესრულების ტემპი იქნება ისეთი, რომელიც დეკემბერში გამოიწვევს შესაბამისი სტატუსის მინიჭებას,"-აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები