27 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეშვიდე უიმბლდონი მოიგო

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ფინალში, ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში, ოთხ სეტში - 4:6, 6:3, 6:4, 7:6 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული, დიდი მუზარადის ტურნირი, უიმბლდონის თასის გათამაშება ზედიზედ მეოთხედ მოიგო.

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის თასს კარიერაში უკვე მეშვიდედ დაეუფლა და მხოლოდ შვეიცარიელ ჩოგბურთელს, როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელმაც ინგლისში 8-ჯერ მოახერხა ჩემპიონობა.

დღის ამბები