27 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
აფხაზეთიდან ვარ და ბათუმში ჩამოვედი, რათა ენგურის მეორე მხარეს ვაჩვენო, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი - ბათუმში გასამართ სარაგბო მატჩს ინფლუენსერები და ბლოგერები ესწრებიან

ბათუმში ხალხმრავლობაა - დღევანდელი შეხვედრისთვის ზღვისპირა რეგიონში ბევრი სტუმარი ჩავიდა, მათ შორის არიან ინფლუენსერები და ბლოგერები. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ერთ - ერთი ასეთი ინფლუენსერია დაურ ბუავა. მისი თქმით ის ჩამოვიდა ბათუმში, რათა ენგურის მეორე მხარეს აჩვენოს, თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი.

"წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ და ბათუმში ჩამოვედი, რათა ენგურის მეორე მხარეს ვაჩვენო, თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი და როგორ ექცევიან ისინი სხვებს. ასევე, რას ფიქრობენ აფხაზეთზე და აფხაზ ხალხზე", - ამბობს დაურ ბუავა

დღის ამბები