ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ქვეყნის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მათ შორის არიან უკრაინის დიპლომატები გერმანიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, ჩეხეთსა და ინდოეთში.
გერმანიაში უკრაინის ელჩი ცნობილი სკანდალური გამოთქმებით გახდა. კერძოდ, მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცზე განაცხადა, რომ "განაწყენებულ ძეხვს" თამაშობდა, როდესაც კანცლერმა მაისში კიევის მონახულებაზე უარი თქვა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტმა დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ჩვეულებრივი როტაცია უწოდა.