კანადაში მილიონობით ადამიანს ინტერნეტთან წვდომა შეუწყდა. მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დასახელდა, რის გამოც ერთ - ერთმა უმსხვილესმა ინტერნეტ პროვაიდერმა "როჯერსმა" ბოდიში მოიხადა.
მომხდარის გამო შეფერხებული იყო სატრანსპორტო, საბანკო და სასწრაფო დახმარების სერვისები. ასევე გაუქმდა არაერთი ღონისძიება, მათ შორის კანადელი მომღერლის "ვიქენდის" შოუ.
აბონენტთათვის ინტერნეტისა და სერვისების დიდი წილი ამ დროისთვის აღდგენილია. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ინტერნეტ-პროვაიდერს კანადაში 11 მილიონამდე აბონენტი ჰყავს.