27 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ოპოზიცია მუდმივი ბოიკოტის და შანტაჟის რეჟიმში იმყოფება, ეს ძალიან ცუდია - მაია ბითაძე

ოპოზიციის ნაწილი "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ გეგმას დროის გაყვანის მცდელობას, მუშაობის სიმულაციად აფასებს და ამბობენ, რომ მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მმართველი გუნდი ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის თქმით, ძალიან ცუდია, რომ ოპოზიცია მუდმივი ბოიკოტის და შანტაჟის რეჟიმში იმყოფება. 

"ოპოზიცია მუდმივი ბოიკოტის და შანტაჟის რეჟიმში იმყოფება, ეს ძალიან ცუდია, დღეს ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ერთადერთი მიზანი, რომ დავანახოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ პოლარიზაცია მცირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შესრულდეს 12 პუნქტიანი რეკომენდაციები, ევროპული საბჭოს მიერ გაცემული და თუ კიდევ არის შანსი იმისა, რომ ოპოზიცია მიხვდეს, თუ რა პროცესს აზიანებს, ძალიან კარგი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართვაც ამ პროცესში, თუმცა ბოლო წლების მათი საქმიანობა თვალნათლივ გვანახებს იმას, რომ არათუ გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ელემენტარულ საკანონმდებლო პროცესშიც არ იღებენ ისინი მონაწილეობას," - აცხადებს ბითაძე.

დღის ამბები