პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს რეგიონების სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების რიგით მეთერთმეტე კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. მონაწილეებმა სამი კლასიკოსი კომპოზიტორის კომპოზიციები შეასრულეს.
გამარჯვებულებს კი დიპლომები და სამახსოვრო სუვენირები გადაეცათ. კონკურსი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.