27 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
"პუნქტებში არ მონაწილეობა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ნიშნავს იმას, რომ ეს რადიკალური დაჯგუფება ცდილობს ქვეყანა არ შევიდეს ევროკავშირში" - დავით მათიკაშვილი

ოპოზიციის ნაწილის ქმედებებს იმასთან დაკავშირებით, რომ  სახელისუფლებო პარტიის მიერ შექმნილი ჯგუფების მუშაობაში არ ჩაერთვებიან, მმართველ პარტიაში აკრიტიკებენ. მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პროცესისადმი დამოკიდებულებას დიდ შეცდომას უწოდებს. 

"პროცესისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულება, რასაკვირველია, რომ ეს არის უზარმაზარი შეცდომა, ეს არის შეცდომა, რომლის დაშვებასაც არც ერთ შემთხვევაში არ ელოდება საქართველოსგან ევროპა. ვინც ამ შეცდომის დაუშვებს, ყველა შემთხვევაში, ვფიქრობ, მოუწევს ამის ახსნა და პასუხის გაცემა, როგორც ევროპისთვის, თუმცა უპირველესად საქართველოს მოსახლეობისთვის," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის თქმით, პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, ქვეყანა ევროკავშირში არ შევიდეს. 

"არ მონაწილეობა იმ მნიშვნელოვანი პუნქტების შესრულებაში, რომელიც არის დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს სისტემის შესაბამისი რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ყველა ის მიმართულება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან იქნა ჩვენი ქვეყნისთვის გადმოცემული შესასრულებლად, ამ პუნქტებში არ მონაწილეობა და საკუთარი წვლილის არ შეტანა, პირდაპირი მნიშვნელობით, რადიკალური ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ნიშნავს იმას, რომ ეს რადიკალური დაჯგუფება ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა არაფრით არ შევიდეს ევროკავშირში," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

დღის ამბები