პარლამენტის თავმჯდომარე მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
"ვუერთდები თქვენს სიხარულს და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ ძვირფას დღეს. მინდა ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა, გაძლიერება და გამთლიანება ჩვენს ქვეყანას და სიხარული და სიყვარული თქვენს ოჯახებს," - წერს შალვა პაპუაშვილი.
ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებსა და უპოვრებს უნაწილებენ.