ქართული ლეგენდა რეგიონებში გასტროლებს იწყებს. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "ერისიონი" ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე ახალი შოუ პროგრამით წარსდგება. ერისიონი პროგრამით "ქართული საგანძური" ტურნეს ბათუმიდან დაიწყებს, შემდეგ კი სვანეთსა და რაჭას ეწვევა.
ლეგენდარული ანსამბლი რეგიონებში ჩაიტანს ახალ ფოლკლორულ მუსიკალურ ნომრებს, რომელთა შორის მეგრული და აფხაზური სიმღერები იქნება. ანსამბლმა განაახლა ტრადიციული ცეკვების მონახაზებიც. აჭარის, რაჭისა და სვანეთის მოსახლეობა სრულიად განსხვავებულ ქორეოგრაფიულ ნომრებს იხილავს. პირველი კონცერტი კი ერისიონს 17 ივლის ზღვისპირა კურორტზე ექნება.