2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 33,703 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.geზე, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 101%- ით გაზრდილი მაჩვენებელია,- ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემების მიხედვით, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, jobs.geზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 9.6% შეადგინა.
„2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 9,635 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 91%-ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 128%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 7,123 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 66%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 97%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, 11,339 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში, რაც 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 90%- ით, ხოლო 2019-2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 95%-ით გაზრდილი მაჩვენებელია“,- წერს PMC კვლევითი ცენტრი.