27 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
აშშ-ში არსებობს მხარდაჭერა, რათა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა - ჯინ შაჰინი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს ეხმაურება და რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე საუბრობს:

"აშშ-ში არსებობს ფართომასშტაბიანი ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე. ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: "დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ" დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში," - აცხადებს ჯინ შაჰინი.

დღის ამბები