3 დღეში ბათუმში დიდი რაგბია - "ბორჯღალოსნები" პრინციპულ მატჩში ბათუმი არენაზე იტალიის ნაკრების დამარცხებას შეეცდებიან.
საქართველო უკვე წლებია 6 ერის ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას ითხოვს, რასაც იტალია ეწინააღმდეგება.
10 ივლისს იტალიის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნების" მიზანი 6 ერში ითამაშონ უფრო რეალური გახდება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბოლო ერთი კვირაა პრინციპული შეხვედრისთვის ქუთაისში საბრძოლო შემადგენლობით ემზადება, იტალიელები კი ფოთში ვარჯიშობდნენ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი