27 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ბარიერის დაწევა დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობს, ეს არის ცალსახა - ლევან იოსელიანი

კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საარჩევნო ბარიერის 2%-ზე ჩამოწევის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. 

პარტია "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ბარიერის დაწევა დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობს და ეს ცალსახაა, თუმცა "ქართულ ოცნებას" არ აქვს იმის რესურსი, რომ ამით ევროკომისიას ევაჭროს.

"დეპოლარიზაციას ხელს შეუწყობს ბარიერის დაწევა, ეს არის ცალსახა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს იმის რესურსი, რომ ამით ევაჭროს ევროკომისიას. ევროკომისიამ მოგვცა კონკრეტული დღის წესრიგი, ეს დღის წესრიგი მან უნდა შეასრულოს და თუ შეასრულებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ჩართულობასთან ერთად - ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს," - აცხადებს იოსელიანი.

დღის ამბები