27 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
თუ ყველა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებს სახელმწიფო ინტერესებს, მზად ვართ, მორატორიუმი გამოვაცხადოთ აგრესიულ რიტორიკაზე - ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის,  აგრესიულ რიტორიკაზე, გარკვეული მორატორიუმი გამოაცხადოს.

"გვექნება კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და იმედი მაქვს, რომ ყველა უარს იტყვის და თავს შეიკავებს სიძულვილის ენისგან. თუ ყველა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებს სახელმწიფო ინტერესებს, მზად ვართ გარკვეული მორატორიუმი გამოვაცხადოთ აგრესიულ რიტორიკაზე და ა.შ. დაველოდებით კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

დღის ამბები