საზოგადოებრივი მოძრაობა "აი ია", მედიაში რესპონდენტის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შენახვისა და გავრცელების გამო, დღეს საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართავს. საქმის მასალებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცემენ.
"ჟურნალისტმა, მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო რესპონდენტ გიორგი შარაშიძისგან შესაბამისი სასურველი პასუხები და მან მოისმინა სიმართლე, ფაქტები, არგუმენტები, განზრახ თუ გაუაზრებლად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და რესპონდენტს გიორგი შარაშიძეს, რომელსაც მთელი ინტერვიუს განმავლობაში ცდილობდა მიეთითებინა იმასთან დაკავშირებით, რომ მის ხელთ არსებულ გარკვეულ დოკუმენტებში, რომელსაც ის უწოდებდა საიდუმლო ფაილებს, ე.წ. კრეფსებს, იყო გიორგი შარაშიძის და სხვა საქმის ფიგურანტი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები," – აცხადებს ვატო შაქარაშვილი.
"აი ია-ში" აცხადებენ, რომ მოძრაობის დამფუძნებლის, გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია გავრცელდა.
"არა მარტო უკანონოდ მოპოვებაა დანაშაული, არამედ მისი შენახვაც კი, გამოყენება-გავრცელებაზე არაფერს ვამბობ. რაზეც ლაპარაკია ამ ჩვენს შემთხვევაზე, აფრიალებდა ეს ჟურნალისტი რაღაც ფურცლებს, სადაც თვითონვე ამბობდა, რომ ეს არის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები და შენ გეხებაო ეუბნებოდა რესპოდენტს, მოდი გაეცანიო, სუს-იდან რომ არის გამოტანილი და ა.შ.
გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ ეს მასალები, რადგან თვითონ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესდნენ, გადავცეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს," - აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.