27 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სოციალურ ქსელებზე წვდომა დაბლოკეს და მოსახლეობას რეალურ ინფორმაციასთან წვდომა შეეზღუდათ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ღამის ტრადიციულ მიმართვაში, რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტებმა სოციალურ ქსელებზე წვდომა დაბლოკეს და მოსახლეობას რეალურ ინფორმაციასთან წვდომა შეეზღუდა.

პრეზიდენტმა დასავლური არტილერიის ამოქმედებაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თანამედროვე იარაღის გამოყენება უკვე საგრძნობია.

"როგორც იქნა იგრძნობა დასავლური არტილერიის ამუშავება. ჩვენი დამცველები მნიშვნელოვან დარტყმებს აყენებენ შემადგენლობებსა და სხვა წერტილებს. ეს არსებითად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს.

დღეს ქვეყნის სამხრეთით ოკუპირებულ რაიონებში მოსახლეობას წვდომა აღარ აქვს სოციალურ ქსელებთან. რუსულმა ძალებმა დაბლოკეს ყველა საშუალება და შესაბამისად, მოსახლეობა ვერ იღებს რეალურ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინის წინსვლაზე. მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს ამ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება, მიაწოდონ ინფორმაცია.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას, უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია უკრაინული იქნება. ვიბრძვით მთელი სამხრეთისთვის, მთელი უკრაინული დონბასისთვის, იქ ახლა სასტიკი სისხლისღვრაა, სლავიანსკთან და ბახმუტთან. ყველა მკვლელი, მწამებელი და მოძალადე რუსი, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა, პასუხს აგებს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დრო დასჭირდება ამ ამოცანის შესრულებას. მშვიდობა და მოსვენება არცერთ ოკუპანტს არ ექნება," - აცხადებს ვოლოდმირი ზელენსკი

დღის ამბები