27 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ თორმეტივე პუნქტი შესრულდეს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები თავის სუბიექტურ ინტერესებს ვერ გასცდნენ, აცდენილნი არიან ევროკომისიის რეკომენდაციებს და ცდილობენ პოლიტიკურ პროცესში საკუთარი დღის წესრიგი შემოიტანონ. 

მამუკა მდინარაძის თქმით, 12 პუნქტის შესასრულებლად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს. 

"ჩვენ გვაკისრია ვალდებულება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს 12 რეკომენდაცია არის გაცემული და, რა თქმა უნდა, ამიტომაც, არამედ იმიტომ რომ საზოგადოებისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე უნდა ვიყოთ მართლები, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ერთი საკამათო თემა არ დავტოვოთ, რომ საკუთარ თავთან, საკუთარ ქვეყანასთან, ხალხთან ვიყოთ მართლები. ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ თორმეტივე პუნქტი შესრულდეს და არცერთს არ დავაკლოთ მცდელობა. ისინი რას გააკეთებენ, მიიღებენ თუ არა ამაში მონაწილეობას, მათი გადასაწყვეტია. ახლა რასაც ვუყურებ, მე პირადად ამის იმედი მაინც და მაინც არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი თავის პარტიულ ინტერესებს ვერაფრით გაცდა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები