27 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ომის 133 - ე დღე - რა ვითარებაა უკრაინაში, სადაც  რუსი ოკუპანტები თავდასხმებს განაგრძობენ 

საოკუპაციო ძალებმა ქალაქი სლოვიანსკი კიდევ ერთხელ დაბომბეს. რუსულმა არმიამ, დასახლებას 30-მდე რაკეტა ესროლა. განადგურებულია ქალაქის ცენტრალური ბაზარი, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. არის მსხვერპლი.


დონეცკის ოლქში, რომლის 40%-ს ოფიციალური კიევი აკონტროლებს, 350 000 ადგილობრივი რჩება. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ევაკუაციის დასრულების შედეგ, უკრანული არმია ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.

მძიმე მდგომარეობაა ხარკოვის ყველაზე დიდ უბანში, სალტავკაში. ოთხ თვეზე მეტია, რაც რუსული არმია სალტავკას დასახლებას სისტემატიურად უტევს, რის გამოც დასახლებების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია. ადგილობრივების ნაწილი ადგილზე რჩება, ისინი თავს სარდაფებს აფარებენ.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება, რომ რუსმა სამხედროებმა რამდენიმე მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი მოიპარეს და გაყიდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროცესში ჩართულია ყირიმის დეფაქტო ხელისუფლებაც.

ოკუპირებულ მარიუპოლში მოსახლეობა კვლავ დახმარებას ითხოვს. საპორტო ქალაქის მერი ამბობს, რომ ადგილობრივებს სასიცოცხლოდ აუცილებელი საგნები და პროდუქცია ესაჭიროებათ

უკრაინული გენშტაბის განცხადებით, რუსი ოკუპანტები განაგრძობენ სარაკეტო თავდასხმებს მიკოლაივის რეგიონის ობიექტებზე. გასულ დღეს, უკრაინის შეიარაღებამ გაანადგურა რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის ორი საცავი და მტრის ტექნიკის 10-ზე მეტი ერთეული.

დღის ამბები