27 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად სამცხე ჯავახეთში - რა შეხვედრები იმართება ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში

ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დეპუტატები სამცხე -ჯავახეთში ჩავიდნენ, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

დისკუსიის ძირითადი საკითხი პედაგოგების და სახელმძღვანელოების ნაწილში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. საუბარი შეეხო 1+4 პროგრამის დაფინანსებას.

მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად პროფესიული კოლეჯის მუშაობასაც გაეცნო. მათი განმარტებით, პროფესიული განათლების მიწოდება რეგიონში, როგორც ახალგაზრდების დასაქმების, ასევე ეკონომიკური რესურსის გაზრდის ნაწილში მნიშვნელოვანია.

პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად ხერთვისის ციხისთვის ახალი კონცეფციის მინიჭებასაც განიხილავს. იმისთვის, რომ ციხე უფრო ფუნქციური გახდეს, პირველ ეტაპზე მოკვლევა დაიწყება, ინიციატივა ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის.  კულტურის კომიტეტში, თემატური ჯგუფიც შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაც ციხეზე გაიმართა.

კ​ულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების - საფორტიფიკაციო ნაგებობების ფიზიკური აღდგენა-რესტავრაცია და ფუნქციური განახლება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

დღის ამბები