27 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ.

ჯიჰად აზური საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ახალი სამწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას ისახავს.

ვიმსჯელეთ საქართველოს ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობაზე, იმ დადებით ტენდენციებზე, რომლებიც გვაქვს ქვეყანაში და რაც ფონდისთვის არის ასევე ძალიან საიმედო პროგნოზების საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზარდოს უფრო მეტად, ვიდრე წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული. ვისაუბრეთ სტრუქტურული რეფორმების პროგრამაზე - გეგმაზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ჯიჰად აზურის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ რეფორმების მიმდინარეობა, რომლებიც მთავრობას დღის წესრიგში აქვს. 

"ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენა ქვეყანაში. შეხვედრაზე განვიხილეთ იმ რეფორმების განხორციელების მიმდინარეობა, რომლებიც მთავრობას დღის წესრიგში აქვს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა. საქართველოსა და ფონდს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ფონდი ძლიერ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მათ შორის ტექნიკური დახმარების საშუალებით. ეს შეხვედრა ასევე იყო შესაძლებლობა განგვეხილა რეგიონული მოვლენები და როგორ აისახება სხვადასხვა შოკი რეგიონის ეკონომიკაზე," - განაცხადა ჯიჰად აზურმა.

დღის ამბები