პეტერბურგთან ახლოს, ქალაქგარეთ მდებარე ელიტურ დასახლებაში, აუზში იური ვორონოვის ცხედარი იპოვეს, რომელიც "გაზპრომის" კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელი იყო, გავრცელებული ინფორმაციით, მას თავში აქვს ნასროლი. იქვე იპოვეს ტრავმული Grand Power პისტოლეტი, აუზის ფსკერზე კი რამდენიმე გასროლილი ჰილზა.
ვორონოვის ქვრივმა,რომელიც პოლიციაში გამოკითხეს, განაცხადა, რომ მისი ქმარი ქალაქგარეთ 1 ივლისს წავიდა, მანამდე 2 კვირის განმავლობში კი ის ალკოჰოლს ხშირად მოიხმარდა. როგორ ვორონოვის მეუღლე ამბობს, მის ქმარს პარტნიორები არაკეთილსინდისიერად მოექცნენ, რის გამოც დიდი თანხები დაკარგა.
ეს არის რუსეთის გაზის ინდუსტრიასთან დაკავშირებული მე-5 სიკვდილი ბოლო 6 თვეში. თითქმის ყველა მაღალი რანგის მენეჯერი, რომელიც ბოლო 6 თვეში მოკლეს "გაზპრომთან" იყო დაკავშირებული. ზოგიერთ შემთხვევაში მათთან ერთად მოკლეს მათი ოჯახის წევრებიც.