ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. მათივე თქმით, მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.