27 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, პრაქტიკულად, პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებენ, არიან მხარე და გამოხატავენ კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციებს - დავითულიანი

კითხვაზე - არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკურად აქტიურობენ და ხელისუფლების დამხობას აპირებენ, უნდა გადაკეთდნენ თუ არა პოლიტიკურ პარტიებად და უნდა შეეზღუდოთ თუ არა პრივილეგიები, რაც ენჯეოს საფარქვეშ აქვთ, უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა უპასუხა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, პრაქტიკულად, პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებენ, არიან მხარე და გამოხატავენ კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციებს, არიან ამ პოზიციების გამხმოვანებლები და ხშირად ინიციატორებიც

"პოლიტიკური საქმიანობის წარმოებას აქვს თავისი წესები. ის ორგანიზაციული თვალსაზრისითაც მთელ რიგ ძალიან მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც პოლიტიკური საქმიანობა ძალიან რეგულირებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, პრაქტიკულად, პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებენ, არიან მხარე და გამოხატავენ კონკრეტულ პოლიტიკურ პოზიციებს, არიან ამ პოზიციების გამხმოვანებლები და ხშირად, ინიციატორებიც.

ისინი არიან აბსოლუტურად შეუზღუდავები დაფინანსების თვალსაზრისითაც და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც, შესაბამისად, მათ არ აქვთ უფლება აწარმოონ პოლიტიკური საქმიანობა პრაქტიკულად და ეს გასაღდეს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ამოცანა და ფუნქცია აბსოლუტურად სხვაა, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკურ ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს სულ სხვა შეზღუდვები და პასუხისმგებლობები აქვთ, რომელიც მათზე არ ვრცელდება," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღის ამბები