ზუგდიდში, სოფელ ახალაბასთუმანში მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე სამი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ისინი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ.