სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა, რომელიც "ალტ-ინფოს" ბაზაზე დაფუძნებული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" აკრძალვას ეხება, ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გასული წლის ხუთ ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
როგორც ომბუდსმენი აცხადებს, სისხლისსამართლებრივი დევნა 27 პირის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი, ამჟამად, სწავლობს ძალადობაში მონაწილე პირთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველმა არაერთხელ მოითხოვა საჯაროდ აღნიშნულ საქმის მასალებზე სრულად დაშვება და გაცნობა, თუმცა, უშედეგოდ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.