"კურიერის" ინფორმაციით, მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. "კურიერი" ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამოწმებს. წინასწარი ინფორმაციით, მან ქალაქის ცენტრში ხალხმრავალ ადგილზე, 45 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით, ჩასაფრებით მოკლა.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. საქმეში არსებობს ქუჩის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.