თანამედროვე დისკოსა და ფრანგული პოპის სინთეზი საქართველოში, "ბლექ სი არენას" ეზოში გაჟღერდება. ფრანგული ბენდი "ლიმპერატრისი" კონცერტს 15 აგვისტოს გამართავს და ეს იქნება ცხელი ზაფხულის მთავარი მუსიკალური მოვლენა შავი ზღვის სანაპიროზე, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენის სივრცეში.
"ლიმპერატრისის" გარდა, ქართველი მელომანები და ჩვენი ქვეყნის სტუმრები მთელი აგვისტოს განმავლობაში, თითქმის ყოველ მეორე დღეს "ბლექ სი არენასა" და მუსიკოსთა პარკის სივრცეში მოუსმენენ როგორც ქართველ ისე უცხოელ არტისტებს. მუსიკალური ღონისძიებების სერიას 31 ივლისს ქართული ხმები გახსნის.
ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეა დაიწყო და მსმენელთა დიდი ნაწილის დაინტერესება დაიანა ქინგის ჩამოსვლამ გამოიწვია, მისი კონცერტიც 21 აგვისტოსაა ჩანიშნული. იამაიკური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი გვთავაზობს პოპ მუსიკის, ჰიპჰოპისა და რეგის ნაზავს.
მთელი თვის განმავლობაში დატვირთული იქნება მუსიკოსთა პარკში არსებული სოციალურ სივრცეც, რომელიც 2020 წლიდან ყოველ ზაფხულს ეკომიმართულებით სხვადასხვა გასართობ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს მართავს. ამ სივრცეში კონცერტების გარდა ყოველდღიური აქტივობების გეგმაც გაწერილია.
მრავალფეროვანი პროგრამა, მუსიკა თითქმის ყველანაირი გემოვნების მსმენელისთვის და გარემოზე ზრუნვაში აქტიური ჩართულობა, შეკვეთილი დამსვენებელს დატვირთული პროგრამით 31 ივნისიდან ელოდება.