27 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
მე ასეთ მოდელებამდე არ დავიყვანდი არც ერთ პროტესტს, რადგან მაიდანი იყო იმ კონკრეტული ისტორიული პროცესის გამოვლინება - გრიგოლ გეგელია

რას იგულისხმეს "შინ ევროპაში" აქციის ორგანიზატორებმა სერბეთთან და უკრაინასთან გავლებულ პარალელში, ამ საკითხს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. 

პარტია "ლელოს" საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ის პროტესტს არც ერთი სხვა მაგალითის მოდელამდე არ დაიყვანდა, რადგან ყველა ერი პოლიტიკური ბრძოლის დროს საკუთარ სცენარს ქმნის.

"მე, პირადად, ასეთ მოდელებამდე არ დავიყვანდი არც ერთ პროტესტს, რადგან მაიდანი იყო იმ კონკრეტული ისტორიული პროცესის გამოვლინება, რაც იქ და მაშინ მიმდინარეობდა, ყველა ერს, ყველა ისტორიულ მომენტს, ყველა პოლიტიკურ მომენტს გააჩნია თავისი მომენტუმი და ყველა ერი, პოლიტიკური ბრძოლის დროს ქმნის თავის წილ ვითარებას, თავის წილ სცენარს და თავის წილ მოდელს, ამიტომაც ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენს გარემოებებს, ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, თუ როგორ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელიც გაგვაჩნია და ამით ვიხელმძღვანელოთ," - აცხადებს გეგელია.

დღის ამბები