იტალიის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 9 კი დაშავდა, არიან დაკარგულებიც. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მყინვარის დიდი ნაწილის დაშლა რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.