ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას პუჩინის ოპერა "მანონ ლესკო" უბრუნდება. ლატვიელი რეჟისორის და ქართველი დირიჟორის დადგმის საპრემიერო ჩვენებები 9 ივლისიდან გაიმართება. სპექტაკლი ლატვიის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის პროდუქციაა. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი, ასევე მოწვეული მომღერლები.
9 ივლისის "მანონ ლესკოს" სპექტაკლი ეძღვნება თეატრის მთავარი დირიჟორის - ზაზა აზმაიფარაშვილის 60 წლის იუბილეს. საპრემიერო სპექტაკლის შემდეგ თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნება მაესტროს ვარსკვლავი.