"შიზოგადოება" - თანამედროვე ქართველი პოეტის პაატა შამუგიას ლექსების კრებული მალარმეს პრემიის ფინალშია. პრესტიჟული ფრანგული პრემიის ფინალისთვის, პაატა შამუგიას წიგნი, 30-კაციანმა ჟიურიმ შეარჩია.
როგორც თავად ავტორი ამბობს კრებული წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მას ამ დრომდე არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული და 6 ენაზეა თარგმნილი.
მანამდე კი თანამედროვე პოეტის შემოქმედება ბერძენმა მკითხველმა დააფასა, სადაც კრებული ბესტსელერად იქცა.