27 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და "ქართული ოცნების" 12 პუნქტიანი გეგმა - მმართველი გუნდის სტრატეგიას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს

ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და მმართველი გუნდის 12 პუნქტიანი გეგმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ვადა 6 თვეზეა გაწერილი.

"ქართული ოცნება" ოპოზიციას მოუწოდებს, ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მონაწილეობა მიიღონ.

სახელისუფლებო გუნდი საკუთარი გეგმით რეკომენდაციების შესრულებას ნებისმიერ შემთხვევაში აპირებს - იმის მიუხედავად, იქნება თუ არა პროცესში ოპოზიცია სრულად ჩართული. თანამშრომლობას გეგმავენ მათთან, ვინც პოლიტიკურ შეთავაზებას იღებს. ვინც უარს ამბობს, ახსენებენ, რომ რეკომენდაციების 1-ელი პუნქტი სწორედ დეპოლარიზაციაა.

ევროპული მომავლისთვის რეკომენდაციების შესრულებაზე პოლიტიკური მხარეები თანხმდებიან, თუმცა საერთო გეგმაზე - ვერა. მმართველი გუნდის სტრატეგიას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს და ალტერნატიული გეგმის გასაჯაროებას ხვალ აპირებს.

დღის ამბები