სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს შემთხვევას, რა დროსაც წალენჯიხის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა ადგილობრივი მამაკაცი დაჭრა.
დანაშაული სოფელ ოჭანეში მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები კოჭ-წვივის არეში მიაყენეს. დაჭრილი მამაკაცი წალენჯიხის საავადმყოფოდან ქუთაისში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
გამოძიება სს კოდექსის 118-ე, ჯანმთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.